Rent a car Georgia
  • დაჯავშნა
  • შეთავაზებები
  • ლიზინგი
  • ჩვენი ტარიფები
  • აქსესუარები
  • პირობები
  • კონტაქტები

  • Georgian (ge)Georgian
  • English (en)English
  • Russian (ru)Russian
  • Deutsch (de)Deutsch
  • Français (fr)Français
  • 日本語 (ja)日本語
Home » Blog » ჩვენს შესახებ – Rent a Car Georgia
ჩვენს შესახებ – Rent a Car Georgia

ჩვენს შესახებ – Rent a Car Georgia

Rent a Car Georgia არის საქართველოში ერთერთი წარმატებული ავტომანქანების გაქირავების კომპანია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც წარმოდგენილები არიან თბილისში და მთლიანად საქართველოში. ჩვენი ხარისხი, ფასები და სერვისი სრულად არის მორგებული საერთაშორისო სტანდარტებზე რაც თავისთავად გულისხმობს, რომ მაქსიმალურად არის დაცული მომხმარებელთა ინტერესები. ჩვენი პრიორიტეტი მომხმარებლებზე ზრუნვა და მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა. Rent a Car Georgia საქართველოს ბაზარზე შემოვიდა როგორც პროფესიონალი კომპანია, საქართველოში მოთხოვნადი ავტო-პარკითა და დამატებითი სერვისებით. დღესდღეობით ჩვენი კომპანიის ოფისი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში. უახლოეს მომავალში ჩვენ ვგეგმავთ გავხსნათ ოფისები საქართველოს სხვა ქალაქებში, როგორებიცაა: ბათუმი, თელავი, ქუთაისი და სხვა. კომპანიის ავტო-პარკში არის წარმოდგენილი ავტომანქანების სხვადასხვა ტიპები სხვადასხვა ავტომანქანების მწარმოებლებისაგან. ავტო-პარკი მოიცავს ეკონომ კლასის ავტომანქანებიდან მაღალი გამავლობის ავტომანქანებამდე არსებულ ყველა მოთხოვნად ტიპს: მინივენი, მიკროავტობუსი, არის 4X4ავტომანქანების დიდი არჩევანი. კომპანია Rent a Car Georgia გთავაზობთ ავტომანქანების დაქირავებას თბილისში, როგორც ჩვენს სათაო ოფისში, ასევე ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ქ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქ. ბათუმის ნებისმიერ მისამართზე, ქ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც იფუნქციონირებს 2012 წლის სექტემბრიდან, და ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. თქვენი მოთხოვნის შესაბამისად ჩვენი ავტოგაქირავების აგენტები ავტომანქანებს მოგაწვდით საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ მისამართზე. შესაძლებელია ავტომანქანის თურქეთის ტერიტორიაზე მიწოდებაც. ავტომანქანების გაქირავება ჩვენს კომპანიაში ხდება დამატებითი სერვისების მიწოდებით. როგორც მოგეხსენებათ თუ თქვენ ხართ ტურისტი და მოგზაურობთ უცხო ქვეყანაში ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს გზებში გარკვევა. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ GPS ნავიგატორებს, რომლებშიც ჩატვირთულია საქართველოს უახლესი რუკები (რუკები პერიოდულად ახლდება). ასევე დამატებით სერვისში თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ ბავშვების სამანქანო სავარძლები რომლებიც აუცილებელია ბავშვის უსაფრთხო გადაადგილებისთვის. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ზომის სავარძლები ბავშვებისთვის მათი ასაკიდან გამომდინარე. თუ თქვენ გაქვთ დიდი ოდენობით ბარგი თქვენ შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ დამატებითი საბარგული და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ ველო ტურიზმის მოყვარული შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედების ავტომანქანაზე დასამაგრებელი. თბილისში ავტომანქანების გაქირავების რამდენიმე კომპანიაა, მაგრამ ჩვენი ფასები, ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტების მომსახურება ანიჭებს ჩვენს კომპანიას ლიდერის სტატუსს საქართველოს ბაზარზე.  Rent a Car Georgia დაკომპლექტებულია პროფესიონალი თანამშრომლებით, რომლებსაც ავტოგაქირავების დიდი გამოცდილება აქვთ. შესაბამისად ჩვენ ხშირად გთავაზობთ ახალ სერვისებს, რომლებიც მიმართულია თქვენი კომფორტისათვის, თქვენი ფინანსური სახსრების დაზოგვისა და თქვენი მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად. ჩვენი პრიორიტეტი თქვენი დასვენებაა. პატივისცემით, Rent a Car Georgia-ს ადმინისტრაცია
Useful Pages
  • Chauffeur Service
  • ავტომანქანის გაქირავება საქართველოში დაბალ ფასში
  • ბათუმი
  • თბილისი
  • მანქანების გაქირავება ქუთაისში “Rent a car Georgia”-საგან.
  • მანქანის გაქირავება თბილისში
  • მანქანის გაქირავება საქართველოში
  • მანქანის დაჯავშნა ბათუმში
  • საიტის რუკა
  • საქართველოს რუკა
  • ქუთაისი
  • ხდკ
  • კონტაქტები
Chauffeur Service

About Us

Blog

Car rent in Georgia
Naniko.com Cars
www.naniko.ge Car rental Tbilisi

© "Rent a car" Georgia 2008 - 2025 | All right reserved.