ავტომობილის ქირაობისათვის დაგჭირდებათ მოქმედი მართვის მოწმობის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ან პასპორტის) წარმოდგენა.
აუცილებელია თუ არა საერთაშორისო მართვის მოწმობა და პასპორტი?
არა, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს ლათინურ თარგმანს. ასეთის არქონის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ საერთაშორისო მართვის მოწმობა ან თარგმნილი დოკუმენტაცია ნოტარიული დამოწმებით.
რამდენ ადამიანს შეუძლია დაქირავებული ავტომობილის მართვა?
რაოდენობა არ არის შეზღუდული მაგრამ ყველა არსებული მძღოლი უნდა იყოს მითითებული კონტრაქტში დაზღვევის პირობების შესაბამისად. თითოეული დამატებითი მძღოლის დღიური ღირებულება შეადგენს 10USD (მაქსიმუმ 70USD).
რა მოთხოვნები აქვს კომპანიას ავტომობილის ქირაობისას?
დამქირავებლის მინიმალური ასაკი უნდა შეადგენდეს 23 წელს (მაქსიმალური 70-ს), ავტომობილის მართვის 3 წლიანი გამოცდილებით. ასევე მოქმედი მართვის მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
როგორ დავჯავშნო ავტომობილი წინასწარ?
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ვებ-გვერდი, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით და გამოგვიგზავნოთ საჭირო დოკუმენტაცია, დაგვირეკოთ ან პირდაპირ მობრძანდეთ ოფისში.
როგორ შევცვალო დადასტურებული რეზერვაცია?
ცვილების შეტანა იწარმოება რეზერვაციების დეპარტამენტის დახმარებით. იმისათვის რათა შეიტანოთ ცვლილებები აუცილებელია დაუკავშირდეთ რეზერვაციების დეპარტამენტს ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
აუცილებელია თუ არა თანხის გადახდა რეზერვაციისათვის?
კომპანია არ მოითხოვს თანხას წინასწარი რეზერვაციისას.
როგორ გავაუქმო რეზერვაცია?
რეზერვაციის გასაუქმებლად აუცილებელია დაუკავშირდეთ რეზერვაციების დეპარტამენტს ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
ფასიანია თუ არა რეზერვაციის გაუქმება?
უფასოა, თუ თქვენ შეატყობინებთ შესაბამის დეპარტამენტს რეზერვაციის გაუქმების შესახებ 24 საათით ადრე ან გამოიყენებთ რეზერვაციის გაუქმების ონლაინ ფორმას.
გადახდის რომელი მეთოდები მიიღება?
თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ საფასური საკრედიტო ბარათით, ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო გადარიცხვით.
როდის უნდა გადავიხადო ავტომობილის ქირაობის საფასური?
საფასური გადახდა ხორციელდება ადგილზე, თქვენს მიერ ავტომობილის აყვანის დროს. თუ გადახდა იწარმოება საბანკო გადარიცხვის მეთოდით, მაშინ თანხა უნდა ჩაირიცხოს კომპანიის ანგარიშზე მანამ, სანამ დაიწყება თქვენი ქირაობის პერიოდი.
სავალდებულოა თუ არა დეპოზიტის დატოვება?
დეპოზიტი წარმოადგენს კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს და მისი გადახდა სავალდებულოა.
რომელ ვალუტაში ხორციელდება ქირის გადახდა?
ქირის გადახდა ხორციელდება ლარში (GEL), გადახდის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი კურსის თანახმად.
რა ვალუტაში ხდება დეპოზიტის გადახდა?
დეპოზიტის გადახდა ასევე ხორციელდება ლარში (GEL), გადახდის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი კურსის თანახმად.
რა პერიოდში ხორციელდება დეპოზიტის დაბრუნება?
თუ დეპოზიტის გადახდა განხორციელდა ნაღდი ანგარიშსწორებით მაშინ მისი დაბრუნება ხორციელდება თქვენს მეირ ავტომობილის დაბრუნების შემდეგ. თუ დეპოზიტი გაიყინება თქვენს საკრედიტო ბარათზე, ამ შემთხვევაში მისი უკან დარიცხვის პერიოდი ისაზღვრება 30-45 დღით (დამოკიდებულია ბანკზე).
შემიძლია თუ არა ქირაობის ფული გადავიხადო ბარათით და დეპოზიტი ნაღდი ანგარიშსწორებით?
არა, დეპოზიტის გადახდა ყოველთვის ხორციელდება ბარათის მეშვეობით.
შესაძლებელია თუ არა ავტომობილის საათობრივი ქირაობა?
არა, ქირის მინიმალური პერიოდი შეადგენს 24 საათს და ყოველი არასრული დღე ითვლება, როგორც სრული.
მომიწევს თუ არა ავტომობილი დღიური ქირის ღირებულების გადახდა თუ მისი დაბრუნება დამაგვიანდება?
თუ თქვენი დაგვიანება არ აღემატება 1 საათს, მაშინ თქვენს წინააღმდეგ არ აღიძვრება საჯარიმო სანქციები. 3 საათამდე დაგვიანების შემთხვეაში მოგიწევთ ავტომობილის დღიური ღირებულების ნახევარი საფასურის გადახდა. 3 საათზე მეტის დროით დაგვიანებისას გადასახადი შეადგენს ავტომობილის დღიურ (24 საათი) ღირებულებას.
რა მოხდება თუ დამაგვიანდება ავტომობილის წაყვანა?
თუ ავტომობილის წაყვანა ხორციელდება ოფისიდან მაშინ სამუშაო დროში დაგვიანებისას დამატებითი გადასახადი არ არის გათვალისწინებული. არასამუშაო დროს ავტომობილის მიწოდების სერვისი განისაზღვრება კონტრაქტის პირობებით.
რა მოხდება თუ ავტომობილს დავაბრუნებ ჭუჭყიანს და საწვავის ნაკლებობით?
საწვავის ნაკლებობის შევსება მოხდება კონტრასტით გათვალისწინებული ტარიფის თანახმად, ხოლო ავტომობილის ჭუჭყიან მდგომარებაში დაბრუნებისას საჯარიმო სანქცია შეადგენს 20 ლარს.
რამდენად ხშირია ბენზინგასამართი სადგურების განლაგება საქართველოში?
ბენზინგასამართი სადგურები ძალიან ბევრ ადგილას არან განლაგებულნი მაღალმთიან რეგიონებშიც კი.
შესაძლებელია თუ არა ავტომობილის აყვანა სხვა ადგილას გარდა ოფისისა?
დიახ, ხელმისაწვდომი ადგილები წარმოდგენილია ჩვენს ვებგვერდზე, ხოლო სერვისი ღირებულება განისაზღვრება ადგილმდებარეობით.
ავტომობილის აეროპორტში მიწოდების/ჩაბარების ერთჯერადი ღირებულება შეადგენს 25USD. ამ მომენტში სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ კომპანიის ოფისების დისლოკაციის ადგილას – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
რა მოხდება რეისის შეყოვნებისას?
აეროპორტში ავტომობილის აყვანისას კომპანია წინასწარ ითხოვს ფრენის დეტალებს რათა თავიდან აიცილოს გაუგებრობები. თუ თქვენი რეისი შეყოვნდება ჩვენ საქმის კურში ვიქნებით და მოგაწვდით ავტომობილს საჭირო დროს, ხოლო დამატებითი სანქციები არ აღიძვრება.
როგორ შემიძლია ვიცნო თქვენი წარმომადგენელი აეროპორტში?
ჩვენს წარმომადგენელი აღჭურვილი იქნება წარწერიანი ტაბლოთი.
რა მოხდება თუ ავტომობილი გაფუჭდება?
ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით, მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მოხდება მისი დაუყოვნებლივი ტექნიკური გამართვა და ამის შეუძლებლობის შემთხვევაში ჩანაცვლება ახლით. თუ ავტომობილი გამოვა მწყობრიდან თქვენი ბრალეულობით მაშინ ავტომობილის ჩანაცვლება მაინც მოხდება, ხოლო თქვენი ფინანსური პასუხისმგებლობა განისაზღვრება კონტრაქტის პირობებით.
რა დრო სჭირდება ავტომობილის ჩანაცვლებას მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში?
ავტომობილის ჩანაცვლების დრო დამოკიდებელია თქვენს ადგილმდებარეობაზე.
რა მოხდება თუ ავტომობილი მოხვდება ავტოსაგზაო შემთხვევაში?
პირველი რიგში თქვენ უნდა გამოიძახოთ პოლიცია, სადაზღვეო კომპანიას და შემდეგ დაუკავშირდეთ ჩვენს ოფისს. თქვენი ფინანსური პასუხისმგებლობა განისაზღვრება კონტრაქტის პირობების თანახმად.
გახსოვდეთ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არ დაძრათ ავტომობილი ადგილიდან პოლიციის მოსვლამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზღვევა ანულირდება.
როგორ მოვიქცე ავტომობილის გასაღების დაკარგვის შემთხვევაში?
ავტომობილის გასაღები არ შედის დაზღვევის პირობებში და მისი ფინანსური ანაზღაურება თქვენი პასუხისმგებლობის ნაწილია.
როგორ მოვიქცე ავტომობილის საბურავის დაზიანებისას?
ავტომობილის საბურავი არ არის გათვალისწინებული დაზღვევით და მათი ჩანაცვლება/ანაზღაურების გადახდა თქვენი ფინანსური პასუხისმგებლობის ნაწილია.
შედის თუ არა კონტრაქტში დაზღვევა?
სტანდარტული კონტრაქტი ითვალისწინებს 85%-იან დაზღვევას.
შემიძლია თუ არა 100%-იანი დაზღვევის შეძენა?
დიახ, სრული დაზღვევის („Super Cover”) დღიური ღირებულება შეადგენს 17USD.
არის თუ არა გარბენის რაოდენობა შეზღუდული?
არა, გარბენი შეუზღუდავია.
შემიძლია თუ არა სხვა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა ნაქირავები ავტომობილით?
დიახ, მაგრამ მხოლოდ სომხეთის საზღვრის და მხოლოდ იმ პირობით, რომ უკან თქვენვე გადმოკვეთთ საქართველოს საზღვარს. მინდობილობის ღირებულება შეადგენს 80USD-ს.
როგორია პარკირების პირობები?
თბილისში საერთო პარკირების ადგილებში პარკირება უფასოა, სხვა ქალაქებში მოქმედებ პარკირების სტანდარტული პირობები.
რა დამატებითი სერვისის და აქსესუარების შემოთავაზება შეუძლია კომპანიას?
ყველა ხელმისაწვდომი აქსესუარები წარმოდგენილია კომპანიის ვებ-გვერდზე. ასვე ოფისში სტუმრობისას შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის კატალოგში.
როგორ შემიძლია თქვენთან დაკავშირება?
ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია წარმოდგენილია კომპანიის ვებ-გვერდზე და შეგიძლიათ აირჩიოთ შესაძლო ვარიანტებიდან ნებისმიერი.
თუ მოცემულ ჩამონათვალში თქვენ ვერ იპოვეთ თქვენთვის სასურველი პასუხი გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მისამართზე contact@rentacar.ge ან სხვა თქვენთვის ხელმისაწვდომი კომუნიკაციის საშუალებით.
ხდკ