კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვებ გვერდზე Rent A Car Georgia.
მსოფლიოში იმდენი საოცარი და საუცხოო ადგილია, იმდენი სილამაზეა… სურვილი გიჩნდება მოინახულო რამდენიმე ადგილი მაინც და ისიამოვნო ამ სანახაობით…
თუ კი თქვენ ეწვევით დასავლეთ საქართველოს უძველეს ქალაქს – ქუთაისს , ბევრ საინტერესოს, ლეგენდარულსა და იდუმალს ნახავთ და გაიგებთ მის შესახებ.
ჯერ კიდევ 33 საუკუნის წინ აქ არსებობდა კოლხეთის სამეფო, აქ მეფობდა ლეგენდარული ოქროს საწმისის მფლობელი მეფე აიეტი . სწორედ მაშინ დაიბადა მითები არგონავტების შესახებ. სეირნობ უძველეს ქალაქში და შენ გიყვებიან ლეგენდას: „ ოდესღაც აქ ჩქეფდა რძის, ღვინის, წყლის და სურნელოვანი ზეთისა შადრევნები… სადღაც სასახლეში მედეა ამზადებს თავის საიდუმლო წამლებს და იაზონს მოელის… მეფე აიეტი კი ოქროსჩლიქებიანი , ცეცხლისმფრქვეველი ხარებით ურჩხულის კბილებს თესავს…“
ქუთაისი – ეს არის ადგილი, რომელიც წლების განმავლობაში წარმოადგენდა მსოფლიო ხალხის ინტერესის ადგილს, მისი აღება და დასაკუთრება სურდა არა ერთ სარდალსა თუ მეფეს.
საუკუნეების მანძილზე ქალაქი წარმოადგენდა ბაგრატიონთა დინასტიის რეზიდენციის ადგილს.
ქალაქში სტუმრობისას შეუძლებელია არ მოინახულო გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც საქართველოს დიდმა მეფემ დავით აღმაშენებელმა ააშენა მე -12 საუკუნეში. კომპლექსი მოიცავს შემდეგ ეკლესიებს: ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარს, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას, სამრეკლოს, გალავანს, აკადემიას. შუა საუკუნეებში გელათი წარმოადგენდა ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო და სულიერ ცენტრს. აქ მოღვაწეობდნენ: არსენ იყალთოელი , იოანე პეტრიწი , პეტრე გელათელი და სხვები. ლეგენდის თანახმად საქართველოს სიამაყის – თამარ დედოფლის საფლავიც მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს.
გელათის მონასტრის სიახლოვეს მდებარეობს კლდეზე შემდგარი მონასტერი – მოწამეთა. მდინარე წყალწითელას გადაჰყურებს მონასტერი, სწორედ ამ მდინარეში იპოვეს არაბთაგან ნაწამები ძმები დავითი და კონსტანტინე მხეიძეების გვამები. წმინდანი ძმების გვამები დღეისათვის მონასტერშია.
ცერზე შემდგარი მიმინოსავით გადმოჰყურებს ქუთაისს ქალაქის მშვენება და საქართველოს სიამაყე – ბაგრატის ტაძარი. ბაგრატ III მე- 11 საუკუნეში ააგო და გვიანდერძა იგი. დღეს გელათის მონასტერი და ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.
ულამაზესი ქალაქია ქუთაისი , მას განუმეორებელ კოლორიტს სძენს: ძველი, ლამაზი ქუჩები, პარკები, შადრევნები . თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობს ქალაქის ცენტრში მდებარე შადრევანი , რომელიც კოლხური ფიგურებით არის გალამაზებული და დამშვენებული.
მდინარე რიონი ქალაქს ჰყოფს ორ ნაწილად, ქალაქის ეს ორი მხარე ერთმანეთს უკავშირდება ხიდების მეშვეობით, რომლებიც გამოირჩევიან თავისი უნიკალურებით, სილამაზითა და არქიტექტურით.
ქუთაისში მდებარებს ისტორიული მუზეუმი, რომელიც მოიცავს უნიკალურ ნივთებს, დამზადებულს: ტყავისაგან, ხისაგან, ოქროსა და ვერცხლისგან, კერამიკისგან და სხვა მასალისაგან. აქვე უძველესი ხელნაწერებიც. ყველა ეს ექსპონატი ფასდაუდებელ სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსათვის.
მსოფლიოს მიერ აღიარებული მხატვრის , უნიჭიერესი ნიკო ფიროსმანის რამოდენიმე ტილოს ინახავს დავით კაკაბაძის სახელობის გალერეა.
ქუთაისის მახლობლად მდებარეობს სათაფლიის კარსტული მღვიმე, ათასობით მნახველს ისტუმრებს ის ყოველწლიურად და შთაბეჭდილებასაც განუმეორებელს ახდენს მათზე. მღვიმის სიახლოვეს ნახავთ დინოზავრების ნაკვალევს.
რბილი კლიმატი, ულამაზესი და უძველესი ძეგლები და რაც მთავარია უდიდესი სტუმართმოყვარეობა განუმეორებელ ელფერს სძენს ქალაქს. ქუთაისი გვიხმობს და გვეძახის თავისთან ყველას…..
ქუთაისი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვებ გვერდზე Rent A Car Georgia.
მსოფლიოში იმდენი საოცარი და საუცხოო ადგილია, იმდენი სილამაზეა… სურვილი გიჩნდება მოინახულო რამდენიმე ადგილი მაინც და ისიამოვნო ამ სანახაობით…
თუ კი თქვენ ეწვევით დასავლეთ საქართველოს უძველეს ქალაქს – ქუთაისს , ბევრ საინტერესოს, ლეგენდარულსა და იდუმალს ნახავთ და გაიგებთ მის შესახებ.
ჯერ კიდევ 33 საუკუნის წინ აქ არსებობდა კოლხეთის სამეფო, აქ მეფობდა ლეგენდარული ოქროს საწმისის მფლობელი მეფე აიეტი . სწორედ მაშინ დაიბადა მითები არგონავტების შესახებ. სეირნობ უძველეს ქალაქში და შენ გიყვებიან ლეგენდას: „ ოდესღაც აქ ჩქეფდა რძის, ღვინის, წყლის და სურნელოვანი ზეთისა შადრევნები… სადღაც სასახლეში მედეა ამზადებს თავის საიდუმლო წამლებს და იაზონს მოელის… მეფე აიეტი კი ოქროსჩლიქებიანი , ცეცხლისმფრქვეველი ხარებით ურჩხულის კბილებს თესავს…“
ქუთაისი – ეს არის ადგილი, რომელიც წლების განმავლობაში წარმოადგენდა მსოფლიო ხალხის ინტერესის ადგილს, მისი აღება და დასაკუთრება სურდა არა ერთ სარდალსა თუ მეფეს.
საუკუნეების მანძილზე ქალაქი წარმოადგენდა ბაგრატიონთა დინასტიის რეზიდენციის ადგილს.
ქალაქში სტუმრობისას შეუძლებელია არ მოინახულო გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც საქართველოს დიდმა მეფემ დავით აღმაშენებელმა ააშენა მე -12 საუკუნეში. კომპლექსი მოიცავს შემდეგ ეკლესიებს: ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარს, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას, სამრეკლოს, გალავანს, აკადემიას. შუა საუკუნეებში გელათი წარმოადგენდა ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო და სულიერ ცენტრს. აქ მოღვაწეობდნენ: არსენ იყალთოელი , იოანე პეტრიწი , პეტრე გელათელი და სხვები. ლეგენდის თანახმად საქართველოს სიამაყის – თამარ დედოფლის საფლავიც მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს.
გელათის მონასტრის სიახლოვეს მდებარეობს კლდეზე შემდგარი მონასტერი – მოწამეთა. მდინარე წყალწითელას
გადაჰყურებს მონასტერი, სწორედ ამ მდინარეში იპოვეს არაბთაგან ნაწამები ძმები დავითი და კონსტანტინე მხეიძეების გვამები. წმინდანი ძმების გვამები დღეისათვის მონასტერშია.
ცერზე შემდგარი მიმინოსავით გადმოჰყურებს ქუთაისს ქალაქის მშვენება და საქართველოს სიამაყე – ბაგრატის ტაძარი. ბაგრატ III მე- 11 საუკუნეში ააგო და გვიანდერძა იგი. დღეს გელათის მონასტერი და ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.
ულამაზესი ქალაქია ქუთაისი , მას განუმეორებელ კოლორიტს სძენს: ძველი, ლამაზი ქუჩები, პარკები, შადრევნები . თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობს ქალაქის ცენტრში მდებარე შადრევანი , რომელიც კოლხური ფიგურებით არის გალამაზებული და დამშვენებული.
მდინარე რიონი ქალაქს ჰყოფს ორ ნაწილად, ქალაქის ეს ორი მხარე ერთმანეთს უკავშირდება ხიდების მეშვეობით, რომლებიც გამოირჩევიან თავისი უნიკალურებით, სილამაზითა და არქიტექტურით.
ქუთაისში მდებარებს ისტორიული მუზეუმი, რომელიც მოიცავს უნიკალურ ნივთებს, დამზადებულს: ტყავისაგან, ხისაგან, ოქროსა და ვერცხლისგან, კერამიკისგან და სხვა მასალისაგან. აქვე უძველესი ხელნაწერებიც. ყველა ეს ექსპონატი ფასდაუდებელ სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსათვის.
მსოფლიოს მიერ აღიარებული მხატვრის , უნიჭიერესი ნიკო ფიროსმანის რამოდენიმე ტილოს ინახავს დავით კაკაბაძის სახელობის გალერეა.
ქუთაისის მახლობლად მდებარეობს სათაფლიის კარსტული მღვიმე, ათასობით მნახველს ისტუმრებს ის ყოველწლიურად და შთაბეჭდილებასაც განუმეორებელს ახდენს მათზე. მღვიმის სიახლოვეს ნახავთ დინოზავრების ნაკვალევს.
რბილი კლიმატი, ულამაზესი და უძველესი ძეგლები და რაც მთავარია უდიდესი სტუმართმოყვარეობა განუმეორებელ ელფერს სძენს ქალაქს. ქუთაისი გვიხმობს და გვეძახის თავისთან ყველას…..
ასევე წაიკითხეთ: ჩვენი ტარიფები