Rent a car Georgia
  • დაჯავშნა
  • შეთავაზებები
  • ლიზინგი
  • ჩვენი ტარიფები
  • აქსესუარები
  • პირობები
  • კონტაქტები

  • Georgian (ge)Georgian
  • English (en)English
  • Russian (ru)Russian
  • Deutsch (de)Deutsch
  • Français (fr)Français
  • 日本語 (ja)日本語
Home » თბილისი

თბილისი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანიის საიტზე «Rent A Car».
პატივცემულო მკითხველო, თქვენთვის მოვამზადეთ შესანიშნავი მასალა ქალაქ თბილისზე.

ქალაქი
თბილისი
თბილისი,საქართველო
სასტუმრო თბილისი
თბილისი – საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქი და ერთერთი უდიდესი ქალაქი.
თბილისის დასახელება წარმოიშვა დიდი რაოდენობით გოგირდის წყაროების მიხედვით.
თუ გადავთარგმნით თბილისის დასახელებას, ქართულად ითარგმნება როგორც “თბილი წყარო”.
1936 წლამდე თბილისს ეწოდებოდა ტიფლისი, ბევრი ჯერ კიდევ ძველი სახელით მოიხსენიებს ქალაქს.
ქალაქის ფართობი იკავებს 350 კვ. კილომეტრს, ხოლო მოსახლეობა შეადგენს 1 2 000 000 ადამიანს.
ქალაქი თბილისი დაარსებულია მეფე ვახტანგ გორგასალის მიერ, ჩვენი წელთ აღრიცხვით V საუკუნეში.
ვახტანგ გორგასალი იყო იბერიის მეფე (იბერია – ძველი დროის აღმოსავლეთი საქართველო, ქართლი)
თბილისი საქართველოს კულტურული და სოციალური კუთხით ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია.
ქალაქში შემონახულია უძველესი სამარხები და ციხე-სიმაგრეები.
ძველი ციხის კედლის ნანგრევები
ცოტა ხნის წინ, ქალაქის ცენტრში, პუშკინის სკვერის მახლობლად სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოჩენილი იქნა ძველი ციხის კედლის ნანგრევები, რომელის თარიღდება 12-18 საუკუნით.
თბილისში შემონახულია ქალაქის უძველესი ქუჩები, რის დათვალიერების დროსაც საშუალება მოგეცემათ ახლოს გაიცნოთ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები და ეზიაროთ ქართველი ერის კულტურას.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, რის გამოც თბილისში აშენებულია მრავალი ტაძარი, თითქმის ყველა რაიონში შეგიძლიათ ნახოთ ეკლესია მომლოცველებით.
ყველაზე დიდი ტაძარი მდებარეობს თბილისში, ავლაბრში, მისი სახელწოდებაა სამება, (წმინდა სამების ტაძარი).
სამება
სამების საკათედრო ტაძრის დანახვა შესაძლებელია თბილისის თითქმის ყველა წერტილიდან.
თბილისში ძველ უბანში, მეიდანთან ასევე მდებარეობს სხვადასხვა კონფესიის სამლოცველოები: სინაგოგა და მეჩეთი.

რაიონები

ქალაქი დაყოფილია რაიონებად, რომელთაგან უმეტესობა ჩამოთვლილია ქვემოთ:
დიღომი
ფოტო,დიღომი,თბილისი
ვაკე-საბურთალო
ფოტო,ვაკე-საბურთალო,თბილისი
ისანი-სამგორი
ფოტო,ისანი-სამგორი,ისანი თბილისი
დიდუბე
ფოტო,დიდუბე,თბილისი
ძველი თბილისი
ფოტო,ძველი თბილისი
ორთაჭალა
ფოტო,ორთაჭალა,თბილისი
ავლაბარი
ფოტო,ავლაბარი,თბილისი
გლდანი
ფოტო,გლდანი,თბილისი
ვარკეთილი
ფოტო,ვარკეთილი,თბილისი

კლიმატი

კლიმატი საკმაოდ რბილია, ცხელი ზაფხული ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ზამთარი თბილია, თითქმის არ მოდის თოვლი, ხოლო თუ მოვიდა ყველა მცხოვრებმა იცის რომ ეს დიდხანს არ გასტანს.

ტრანსპორტი

ძირითადი ტრანსპორტია მეტრო, მუნიციპალური ავტობუსი “ბოგდანი” მიკროავტობუსი და სამარშუტო ტაქსი.
თბილისის მეტროპილოტენი მუდმივ მოდერნიზაციას განიცდის, ქარხნებში მზადდება ახალი ვაგონები, ამჟამად ფუნქციონირებს 22 მეტროს სადგური, მომავალში იგეგმება კიდევ რამოდენიმეს გახსნა.
მეტრო
ტრანსპორტში მოქმედებს ავტოპმატური გადახდის მექანიზმი, რისთვისაც საჭიროა სპეციალური ბარათი “მეტრომანი”, რომელის შეძენაც ნებისმიერ მეტროს სადგურში შეიძლება.
“მეტრომანით” ასევე შეიძლება მუნიციპალური ავტობუსის და მარშუტკის სამგზავრო ღირებულების გადახდა.
მეტრომანი

კულტურა

თბილისი – ერთერთი ყველაზე ძველი კულტურის მქონდე ქალაქია საქართველოში.
ძველი ქალაქის ქუჩები იპყრობს ყურადღებას შემონახული ძველი ნაგებობებით, ციხე-სიმაგრეებით, თბილისის სტუმარმა აუცილებლად უნდა მოინახულოს ნარიყალას ციხე-სიმაგრე, საიდანაც იშლება მშვენიერი ხედი მთელ თბილისზე.
ქალაქის ცენტრალური უბნები ყოველ დღე იღებენ ევროპულ სახეს, მწვანე სკვერები, ლამაზი სახლები, საბავშო მოედნები.
თბილისი დღეს
ქართული ცეკვები ერთერთი უძველესია მსოფლიო ცეკვებს შორის. ქართველი ახალგაზრდა დიდი გულმოდგინებით სწავლობს ცეკვებს.
ქართული ცეკვები
თუ რესტორანში გაგიმართლებთ, მოისმენთ როგორ მღერიან საქართველოს მცხოვრებლები მაგიდანთან ერთდროულად, როგორ ერწყმის ერთმანეთს ყველა ბგერა და წარმოიქმნება ერთი სიმღერა.
ქართველი ხალხი განთქმულია ღვინის წარმოებით, საქართველოში იზრდება 525-ზე მეტი ჯიშის ყურძენი.

თანამედროვე თბილისი

თბილისი არაფრით არ ჩამოუვარდება სხვა ევროპულ ქალაქებს, მილიონობით გასართობი ადგილია გახსნილი მათთვის, ვისაც სურს განიცადოს მაქსიმალური სიამოვნება. თბილისის ქუჩებში სეირნობისას თავი შეგიძლიათ იგრძნოთ ერთერთ თანამედროვე ევროპულ ქალაქში, ახალი ნაგებობები სხვადასხვა ფორმისა და ფერის.
ათასობით რესტორანი და სასტუმრო უმაღლესი ხარისხის მომსახურებით.
ღამით თბილისი კარდინალურად იცვლება, წარმოგვიდგება სხვა სახით, ყველა კუთხე განათებულია და მომხიბვლელია. სეირნობა ამ დროს გაცილებით საინტერესო ხდება.
თბილისის ღამე
თითქმის ყველა რესტორნიდან ისმის გასართობი მუსიკის ხმა, როგორც ქართული, ასევე თანამედროვე.
ღამის კლუბები ღიაა ყველა მსურველისთვის ვისაც სურვილი აქვს დრო საინტერესო ადამიანების გვერდით გაატაროს.
იცეკვოს, იცინოს, იმხიარულოს და შეიგრძნოს ყველაზე დაუვიწყარი მომენტები.
რომანტიკულად შეიძლება დროის გატარება პატარა კაფეებში, სადაც ნებისმიერი გემოვნების მუსიკას მოისმენთ და თქვენს მეორე ნახევართან ერთად თავს იგრძნობთ პარიზში.

ქართული სამზარეულო

ნებისმიერ ქართულ რესტორანში შემოგთავაზებენ ქართული კულინარიის შედევრებს, თუ თქვენ გურმანი ხართ, მაშინ თბილისი ერთიორად ფასობს თქვენთვის.
ქართული სამზარეულო მთელ მსოფლიოშია ცნობილი .
ჩამოვთვალოთ ზოგიერთი კერძი:
ქართული ხაჭაპური
( ხაჭაპურის საკმაოდ ფართო არჩევანია, ვინაიდან თითქმის ყველა კუთხეში განსხვავებულად ამზადებენ მას და სხვა სახელსაც უწოდებენ)
აჭარული ხაჭაპური
მწვადი
მწვადი
ხინკალი (ნაციონალური კერძი, რომელიც ნებისმიერ რესტორანში შეგიძლიათ შეუკვეთოთ)
ხინკალი
ჩაქაფული
ჩაქაფული
ჩახოხბილი
ჩახოხბილი
სოკო კეცზე
სოკო კეცზე
საცივი (ძირიტადად საახალწლოდ მზადდება)
საცივი
ოჯახური
ოჯახური
ჩურჩხელა
ჩურჩხელა
რათქმაუნდა ნებისმიერ კერძთან შემოგთავაზებენ საუკეთესო ქართულ ღვინოს
ქართული ღვინო

თუ გაგიჩნდათ რაიმე დამატებითი შეკითხვა ან გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია თბილისზე, დაგვეკონტაქტეთ
მადლობას გიხდით ყურადღებისთვის!

ასევე წაიკითხეთ:

ქუთაისი

ჩვენი ტარიფები

ბათუმი

Useful Pages
  • Chauffeur Service
  • ავტომანქანის გაქირავება საქართველოში დაბალ ფასში
  • ბათუმი
  • თბილისი
  • მანქანების გაქირავება ქუთაისში “Rent a car Georgia”-საგან.
  • მანქანის გაქირავება თბილისში
  • მანქანის გაქირავება საქართველოში
  • მანქანის დაჯავშნა ბათუმში
  • საიტის რუკა
  • საქართველოს რუკა
  • ქუთაისი
  • ხდკ
  • კონტაქტები
Chauffeur Service

About Us

Blog

Car rent in Georgia
Naniko.com Cars
www.naniko.ge Car rental Tbilisi

© "Rent a car" Georgia 2008 - 2025 | All right reserved.