|
კონკორდ მოტორსი - მანქანების გაქირავებისა და სატრანსპორტო მომსახურეობის კომპანია, წლების განმავლობაში მომხმარებელს სთავაზობს სრული სატრანსპორტო მომსახურეობის პაკეტს:
ამანათების, საჩუქრებისა და თაიგულების “კარიდან კარამდე” მიტანას, ტრანსპორტირებას საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ექსკურსიებისა და ტურების დროს კვალიფიციური და პროფესიონალი გიდების თანხლებით, მანქანებით მომსახურებას საქორწინო ცერემონიებისთვის, შოპინგებსა და სხვა სახის სერვისებს.
ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანია საიმედოობით, პროფესიონალიზმითა და მომსახურების მაღალი დონით გამოირჩევა.
კონკორდ მოტორსი უზრუნველყოფს მგზავრთა დახვედრას და გაცილებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რკინიგზის სადგურში ან სურვილის მიხედვით არჩეულ ადგილზე. პროფესიონალი და გამოცდილი მძღოლები, ჩაცმულები სპეციალურ ფორმაში, საუბრობენ სხვადასხვა ენებზე, მგზავრებს ეპყრობიან ზრდილობიანად და რაც მთავარია, უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხო გადაადგილებას.
კონკორდ მოტორსის პროფესიონალებით დაკომპლექტებული სადისპეჩერო სამსახური 24 საათის განმავლობაში ამოწმებს მატარებლების, თვითმფრინავების და სხვა ტრანსპორტის განრიგს და რეაგირებენ მომხდარ ცვლილებებზე. ისინი ჩვენი კომპანიის მძღოლებთან მუდმივ კონტაქტში არიან რადიოკავშირის საშუალებით.
თითოეული მგზავრი სრულადაა დაზღვეული, ხოლო ყველა სატრანსპორტო საშუალება - ლიცენზირებული ყოველ გადაადგილებაზე. ჩვენი მძღოლები პერიოდულად გადიან სპეციალურ კურსებს, მგზავრთა მაღალი დონის მომსახურების უზრუნველსაყოფად. ტექნიკური სტანდარტების გათვალისწინებით ყველა სატრანსპორტო საშუალება მუდმივად მოწმდება კონტროლის სამსახურის მიერ.
ჩვენი კომპანიის მიზანია, რომ იყოს სიახლეების შემომტანი, მეგობრული და კლიენტებზე ორიენტირებული კომპანია. კონკორდ მოტორსთან ერთად თქვენი ბიზნესისა და კერძო საჭიროებისათვის ყოველთვის გექნებათ მანქანების ქირავნობის საუკეთესო არჩევანი.
ჩვენი მიზანია თქვენი ეფექტური მომსახურებით უზრუნველყოფა. ასე რომ, კონკორდ მოტორსში ავტომობილის დაქირავებისას დარწმუნებული იყავით, რომ “თქვენ მიიღებთ უფრო მეტს, ვიდრე მანქანას”.
ამჟამად ჩვენი კომაპანია გთავაზობთ შემდეგი სახის ტრანსპორტს და მომსახურებას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში:
- თბილისის აეროპორტში დახვედრა / გაცილება
-
ავტომობილის დაქირავება / მძღოლთან ერთად;
-
მანქანის დაქირავება / მძღოლის გარეშე;
-
წარმომადგენლობითი და მაღალი კლასის მანქანებით მომსახურება;
-
ტაქსით მომსახურება;
-
ჯიპები და მაღალი გამავლობის მანქანები;
-
მინი-ვენი;
-
სხვადასხვა ზომის და ტევადობის ტრანსპორტი;
-
დელეგაციების მომსახურება;
-
ავტობუსით მომსახურება.
კონკორდ მოტორსი ყოველდღიურად აუმჯობესებს თავის მომსახურებას და პერიოდულად ზრდის მომსახურების პაკეტს!
გსურთ საუკეთესო მომსახურება? დაგვიკავშირდით და დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ!
|